მოზაიკა

მოზაიკის სახელოსნო კამარაში 2012 წელს შეიქმნა, მისი მთავარი მიზანი მომხმარებლისთვის რთული და ამასთან ექსკლუზიური დეკორის შექმნაა. დეკორატიული ფუნქციის გარდა, სახელოსნოში შექმნილი თავისუფალი სტილის ნამუშევრები გვაძლევს იმის თქმის უფლებას, რომ ჩვენი მოზაიკის სახელოსნო უძველესი ხელოვნების დარგის, ღირსეული წარმომადგენელი გახლავთ. ამას გარდა, მოზაიკის პოპულარიზაცია, ჩვენი გუნდის მთავარ ამოცანად დავისახეთ და ვცდილობთ ვორქშოფების საშუალებით, ეს რთული, მაგრამ და ამავდროულად საინტერესო ტექნიკა მომხმარებელისთვის ხელშესახები გავხადოთ.