რუმს დიზაინი

ბოლო წლების განმავლობაში „რუმსსა“ და „კამარას შორის რამდენიმე წარმატებული კოლაბორაცია შედგა, რამაც უფრო მასშტაბურ, საერთო პროექტზე მუშაობის იდეა გააჩინა. „რუმსმა“ შექმნა კოლექცია “Life on Earth” რომელიც მათი დაარსებიდან გასულ 10 წელიწადის აღნიშვნას მიეძღვნა. „რუმსის“ ფუტურისტული დიზაინის კონცეფციას „კამარამ“ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მოპოვებული განსაკუთრებული მასალები და გამორჩეული ტექნოლოგია შეუთავსა. შეიქმნა 100% ქართული პროდუქტები, რომელიც დასაწყისია „რუმსისა“ და „კამარას“ თანამშრომლობის.