მარმარილო

სიტყვა მარმარილო მომდინარეობს ბერძნული სიტყვიდან „მარმაროს“, რაც თოვლივით სუფთა და სპეტაკ ქვას ნიშნავს.
არქიტექტურაში მარმარილოს გამოყენება ჯერ კიდევ ანტიკურ ეგვიპტესა და მესოპოტამიურ კულტურებში პოულობს დასაბამს. იმის გამო, რომ მარმარილოს შეუძლია ძალზედ დიდი სიმძმის ატანა, იგი იდეალური იყო მონოლითური სვეტებისა და საყრდენი სტრუქტურების ასაგებად საზოგადოებრივ, კერძო და რელიგიურ ნაგებობეში.
მარმარილო გამოიყენებოდა მსოფლიოს ყველაზე განსაცვიფრებელ ნაგებობებში და მსოფლიოს უდიდესი მოქანდაკეების რჩეული მასალა გახლდათ. მათგან ყველაზე ცნობილმა, მიქელანჯელომ თავისი დავიდი სწორედ მარმარილოს ერთიანი ლოდისაგან გამოკვეთა.