ტუფი

ტუფი შედგება ვულკანური ფერფლისგან, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში შეიკუმშა და ქვად გადაიქცა. მთელს მსოფლიოში ტუფის მსუბუქი მასის გამო,იგი სამშენებლო მასალად გამოიყენებოდა. მასზე მუშაობა ადვილია, შესაძლებელია, როგორც ბლოკების, ასევე ჩახლართული ჩუქურთმების დამზადება.
ტუფით ნაგები შენობებისა ისტორიული ნიმუშები მთელს მსოფლიოში არსებობს, მაგალითად რომში და თუქრეთში არსებული უძველესი ნაგებობები. ტუფი დღეს-დღეისობითაც პოპულარული სამშენებლო ქვაა.