დეკორატიული ქვა

დეკორატიული ქვა შეიძლება იყოს ნებისმიერი მინერალი ან მთის ქანი, რომელიც დაჭრისა და დამუშავების შემდეგ ლამაზად გამოიყურება. ლამაზი ბუნებრივი ქვა უძველესი დროიდან გამოიყენებოდა შენობების, ავეჯის და სხვადასხვა არტეფაქტების მოსართავად. დეკორატიულ ქვაზე დიდი მოთხოვნაა დღესაც – მას იყენებენ სახლების და საზოგადოებრივი შენობების მოსაპირკეთებლად.
მე-19 საუკუნის დასაწყისში კოლექცია, რომელიც რომში მცხოვრებმა ადვოკატმა ფაუსტინო კორსიმ შექმნა, მოიცავდა სხვადასხვა დეკორატიული ქვის 1000 დამუშავებულ ფილას. მან თავდაპირველად მოიპოვა ქვები, რომლებსაც ძველი რომაელები იყენებდნენ. მოგვიანებით კი კოლექციას შუასაუკუნეებიდან ჩვენს თანამედროვეობამდე გამოყენებული ყველა იტალიური დეკორატიული ქვა დაუმატა.