ტრავერტინი

როცა ადამიანებმა ქვის სამშენებლო და მოსაპირკეთებელი მიზნით დამუშავება დაიწყეს, ტრავერტინი მაშინვე ძვირფას მასალად იქცა. ამ ქვის ბუნებრივი სილამაზე დღემდე თვალს სჭრის არქიტექტორებსა და დიზაინერებს.
მარმარილოსთან და გრანიტთან შედარებით, ტრავერტინი მსუბუქია და მისი დამუშავებაც შედარებით მარტივი. ამ მახასიათებლების გამო, მას ხშირად იყენებდენ ძველი რომაელები. ტრავერტინი რომის კოლიზეუმის ერთ-ერთი მთავარი სამშენებლო მასალაა.