ონიქსი

ონიქსი დეკემბრის თვის მისტიკურ ქვად მიიჩნევა. ის უმეტესად შავი ფერისაა და დახვეწილი ტექსტურა აქვს; თუმცა ზოგიერთ ონიქსის ქვას დაყვება თეთრი ზოლები ან ლენტები შავ ან ყავისფერ ფონზე – ეს სახეობა ცნობილია, როგორც სარდონიქსი.
ქვის სახელწოდება ბერძნული სიტყვა ონიქსიდან მოდის, რომელიც ნიშნავს „ფრჩხილს“ ან „ბრჭყალს“. ლეგენდის თანახმად, ერთ დღეს, როცა ვენერას ეძინა ეროსმა მას ფრჩხილები მოაჭრა და მიწაზე მიმოფანტა. იმის გამო, რომ ციური სხეული უკვდავია, ღმერთებმა ფრჩხილები ქვად აქციეს, სწორედ ეს ქვებია ონიქსის სახელით ცნობილი. ითვლება, რომ ონიქსს მრავალი მისტიკური ძალა გააჩნია.