დეკორატიული ქვა
დეკორატიული ქვა
გრანიტი
გრანიტი
ტრავერტინი
ტრავერტინი
მარმარილო
მარმარილო
ტუფი
ტუფი
მარმარილო “კარარა”
მარმარილო “კარარა”
მწვანე ონიქსი
მწვანე ონიქსი
კირქვა
კირქვა
ბერძნული მარმარილო
ბერძნული მარმარილო
გრანიტი “დელიკატუსი”
გრანიტი “დელიკატუსი”
ყვითელი ტრავერტინი
ყვითელი ტრავერტინი
ონიქსი
ონიქსი
ჩვენს შესახებ

„კამარას“ მთავარი საქმიანობა ბუნებრივი ქვების დამუშავება და ქვით მოპირკეთებაა. ის წარმატებით დაიმკვიდრდა საქართველოს ბაზარზე და 2003 წლიდან ერთ-ერთი ლიდერი კომპანია გახდა. ამის მთავარი მიზეზი საქმისადმი განსაკუთრებული მიდგომაა - თანამედროვე, ინოვაციური ტექნოლოგიების მეშვეობით, „კამარა“ უმოკლეს დროში ხარისხიან, გამძლე პროდუქციას ამზადებს.
პროდუქცია სხვადასხვა ქვეყნიდან შემოდის (თურქეთი, საბერძნეთი, იტალია, ირანი და სხვა), თუმცა მისი დამუშავება და სარეალიზაციოდ გამზადება ადგილზე ხდება.
2012 წლიდან, კომპანიამ ქართულ ბაზარს თავისი ახალი პროდუქტი - მოზაიკა შესთავაზა. მოპირკეთების ეს ტექნიკა გამოირჩევა ორიგინალური ფორმით და შინაარსით.
„კამარასთვის“ ქვა უბრალო პროდუქტი არ არის. ეს არის მასალა, რომელსაც საკუთარი ისტორია, მეხსიერება და ენერგია გააჩნია.

ტექნოლოგია

კომპანია “კამარა” მომხმარებელს ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყენებით შექმნილ პროდუქციას სთავაზობს. თანამედროვე დანადგარები პროდიქციის უმოკლეს დროში დამზადების საშუალებას იძლევა, რაც თავისმხრივ განაპირობებს „კამარას“ ლიდერობას ბაზარზე.
კომპანიის შესაძლებლობები ყოველწლიურად უმჯობესდება. 2013 წლიდან ფუნქციონირებს ქარხანა რომელიც აღჭურვილია უახლესი ტექნოლოგიებით. მათ შორისაა ექვსგანზომილებიანი დანადგარი - რაველი, მასიური ქვის ბლოკების საჭრელი დაზგა და სხვა...

სერვისი

„კამარა“ მომხარებელს მაღალი ხარისხის სერვისს სთავაზობს. გამოცდილი პერსონალი კლიენტს საფუძვლიან კონსულტაციას უწევს და სწორი არჩევანის გაკეთებაში ეხმარება.
კამარას მომსახურებაში შედის ქვის დაჭრა და დამუშავება, დიზაინის შეთავაზება, ქვის ტრანსპორტირება და ხელოსნებთან დაკავშირებით რეკომენდაციის გაწევა.
კომპანია მთლიანად მომხმარებელზეა ორიენტირებული. ამის ნათელი მაგალითია პერიოდულად ჩატარებული კვლევები, რომელეთა მიზანი მომხმარებელთა სურვილებისა და ინტერესების გარკვევაა.

მოზაიკა

მოზაიკა ერთგვარი ხელოვნებაა, რომელიც სხვადასხვა კომპოზიციის და ნახატის პატარა ქვის ან შუშის ნატეხებით აწყობას გულისხმობს. ის უმეტესად დეკორატიულ ხელოვნებასა და ინტერიერის დიზაინში გვხვდება - ჭერის და კედლის შესამკობად, იატაკების მოსაგებად.
უძველესი მოზაიკა ჩვენი წელთაღრიცხვით მესამე ათასწლეულში, მესოპოტამიაში იქნა აღმოჩენილი.
ბიზანტიელები პირველები იყვნენ მათ შორის, ვინც კედლის მოსაპირკეთებლად მოზაიკა გამოიყენა. დროთა განმავლობაში ეს ტექნიკა დაიხვეწა და მისი გამოყენება ფრესკებისა და ხატების შესაქმნელად დაიწყეს.
დღესდღეობით მოზაიკა კვლავ პოპულარული და სასურველი პროდუქტია.
კომპანია „კამარას“ მიერ დამზადებული მოზაიკა გამოირჩევა თავისი ორიგინალურობით. მას მხატვრები დამკვეთის გემოვნების შესაბამისად, ხელით აწყობენ.

მარმარილო

სიტყვა მარმარილო მომდინარეობს ბერძნული სიტყვიდან „მარმაროს“, რაც თოვლივით სუფთა და სპეტაკ ქვას ნიშნავს.
არქიტექტურაში მარმარილოს გამოყენება ჯერ კიდევ ანტიკურ ეგვიპტესა და მესოპოტამიურ კულტურებში პოულობს დასაბამს. იმის გამო, რომ მარმარილოს შეუძლია ძალზედ დიდი სიმძმის ატანა, იგი იდეალური იყო მონოლითური სვეტებისა და საყრდენი სტრუქტურების ასაგებად საზოგადოებრივ, კერძო და რელიგიურ ნაგებობეში.
მარმარილო გამოიყენებოდა მსოფლიოს ყველაზე განსაცვიფრებელ ნაგებობებში და მსოფლიოს უდიდესი მოქანდაკეების რჩეული მასალა გახლდათ. მათგან ყველაზე ცნობილმა, მიქელანჯელომ თავისი დავიდი სწორედ მარმარილოს ერთიანი ლოდისაგან გამოკვეთა.

  • Yves Laurent
  • Tonoti
  • Statuarietto
  • Sivec
  • Porto fiore
  • Perlino Bianco
  • Nestus
  • Negro Marquina
  • Mercury White
  • Imperial Red
  • Iceberg
  • Gioia
  • Gioia Vein
  • Eyestone
  • Emperador
  • Electric Green
  • Dry Rose
  • Crema Murfil
  • Crema Luna
  • Classico Rigato
  • Calacatta
  • Bianco Venato
  • Bianco Ordinario
  • Beige
  • Bardaglio
  • Apuano
  • Aliveri
  • Alicante Red
  • Dark Oliver
გრანიტი

ცნობილია, რომ ეგვიპტელები თავიანთი ცნობილი პირამიდების ასაშენებლად მყარ გრანიტს იყენებდნენ. მაგალითად, ეგვიპტეში სიდიდით მესამე წითელ პირამიდას მისი სახელწოდება ღია ჟოლოსფერი გრანიტის ზედაპირის გამო მიენიჭა. მიკერინის პირამიდა კირქვისა და გრანიტის ლოდებისგანაა აგებული, ხოლო გიზას დიდებული პირამიდის სარკოფაგი „წითელი ასვანის გრანიტითაა“ აშენებული. გრანიტი არა მხოლოდ ძველ ეგვიპტეში, არამედ ინდოეთშიც გამოიყენებოდა, სადაც მე-11 საუკუნეში მსოფლიოს პირველი ტაძარი რაჯარაჯა ჭოლამ გრანიტით ააგო. გრანიტი მძიმე ქვაა და ხელით დამუშავების სპეციალურ ცოდნას მოითხოვს. მე-18 საუკუნის დასაწყისამდე დასავლურ სამყაროში გრანიტის დამუშავება მხოლოდ ხელით იყო შესაძლებელი, რაც ხშირად საკმაოდ ცუდ შედეგს იძლეოდა.

  • FJ Grey
  • Bala Flower
  • Woodstone
  • Viscont White
  • Tan Brown
  • Silver Metallicus
  • Revolution
  • Namibia Green
  • Namibia Gold
  • Multicolour
  • Metallicus Brushed
  • Galaxy
  • FJ Grey
  • Delicatus Polished
  • Delicatus Brushed
ტრავერტინი

როცა ადამიანებმა ქვის სამშენებლო და მოსაპირკეთებელი მიზნით დამუშავება დაიწყეს, ტრავერტინი მაშინვე ძვირფას მასალად იქცა. ამ ქვის ბუნებრივი სილამაზე დღემდე თვალს სჭრის არქიტექტორებსა და დიზაინერებს.
მარმარილოსთან და გრანიტთან შედარებით, ტრავერტინი მსუბუქია და მისი დამუშავებაც შედარებით მარტივი. ამ მახასიათებლების გამო, მას ხშირად იყენებდენ ძველი რომაელები. ტრავერტინი რომის კოლიზეუმის ერთ-ერთი მთავარი სამშენებლო მასალაა.

  • Yellow
  • Travertine
  • Silver
  • Red
  • Noce Slabs
  • Light Noce
  • Dark Noche
  • Classic Light
  • Americano
ონიქსი

ონიქსი დეკემბრის თვის მისტიკურ ქვად მიიჩნევა. ის უმეტესად შავი ფერისაა და დახვეწილი ტექსტურა აქვს; თუმცა ზოგიერთ ონიქსის ქვას დაყვება თეთრი ზოლები ან ლენტები შავ ან ყავისფერ ფონზე - ეს სახეობა ცნობილია, როგორც სარდონიქსი.
ქვის სახელწოდება ბერძნული სიტყვა ონიქსიდან მოდის, რომელიც ნიშნავს „ფრჩხილს“ ან „ბრჭყალს“. ლეგენდის თანახმად, ერთ დღეს, როცა ვენერას ეძინა ეროსმა მას ფრჩხილები მოაჭრა და მიწაზე მიმოფანტა. იმის გამო, რომ ციური სხეული უკვდავია, ღმერთებმა ფრჩხილები ქვად აქციეს, სწორედ ეს ქვებია ონიქსის სახელით ცნობილი. ითვლება, რომ ონიქსს მრავალი მისტიკური ძალა გააჩნია.

  • Violette
  • Rainbow
  • Onice
  • Fantastico
  • Fantastico 2
  • Honey
  • Brown
ნახევრადძვირფასი ქვები

ნახევრად-ძვირფასი ქვები, ასევე ცნობილი, როგორც გემსთოუნები, არის დაჭრილი და დამუშავებული მინერალიები, რომლებიც უმეტესად სამკაულში და ინტერიერის დიზაინში გამოიყენება.
ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნახევრად-ძვირფასი ქვა ამეთვისტია, რომელსაც ანტიკურ საბერძნეთში იყენედნენ.
საუკუნეების განმავლობაში სხვადასხვა კულტურები ცდილობდა განესხვავებინათ ძვირფასი, ნახევრად-ძვირფასი და გემსთოუნები,თუმცა საბოლოოდ შეიძლება ითქვას, რომ მათ შორის დიდი სხვაობა არ არსებობს.

  • Malachite
  • Marble Gold
  • White Quartz
  • Tyger Eye Gold
  • Royal Blue
  • Petrified Wood
  • Obsidian
  • Obsidian With Gold
  • Labradorite
  • Jasper Zebra
  • Chocolate Quartz
  • Chocolate Quartz
  • Amethyst
  • Agate Umbra
კამარა
მის: ზემო ფონიჭალა #37-006
E-Mail : kamara@kamarastone.ge
+995 599 88 00 88
+995 593 13 02 15
დაგვიკავშირდით
პარტნიორები
გაგზავნა
დეკორატიული ქვა
დეკორატიული ქვა

დეკორატიული ქვა შეიძლება იყოს ნებისმიერი მინერალი ან მთის ქანი, რომელიც დაჭრისა და დამუშავების შემდეგ ლამაზად გამოიყურება. ლამაზი ბუნებრივი ქვა უძველესი დროიდან გამოიყენებოდა შენობების, ავეჯის და სხვადასხვა არტეფაქტების მოსართავად. დეკორატიულ ქვაზე დიდი მოთხოვნაა დღესაც – მას იყენებენ სახლების და საზოგადოებრივი შენობების მოსაპირკეთებლად.
მე-19 საუკუნის დასაწყისში კოლექცია, რომელიც რომში მცხოვრებმა ადვოკატმა ფაუსტინო კორსიმ შექმნა, მოიცავდა სხვადასხვა დეკორატიული ქვის 1000 დამუშავებულ ფილას. მან თავდაპირველად მოიპოვა ქვები, რომლებსაც ძველი რომაელები იყენებდნენ. მოგვიანებით კი კოლექციას შუასაუკუნეებიდან ჩვენს თანამედროვეობამდე გამოყენებული ყველა იტალიური დეკორატიული ქვა დაუმატა.

გრანიტი
გრანიტი

ცნობილია, რომ ეგვიპტელები თავიანთი ცნობილი პირამიდების ასაშენებლად მყარ გრანიტს იყენებდნენ. მაგალითად, ეგვიპტეში სიდიდით მესამე წითელ პირამიდას მისი სახელწოდება ღია ჟოლოსფერი გრანიტის ზედაპირის გამო მიენიჭა. მიკერინის პირამიდა კირქვისა და გრანიტის ლოდებისგანაა აგებული, ხოლო გიზას დიდებული პირამიდის სარკოფაგი „წითელი ასვანის გრანიტითაა“ აშენებული. გრანიტი არა მხოლოდ ძველ ეგვიპტეში, არამედ ინდოეთშიც გამოიყენებოდა, სადაც მე-11 საუკუნეში მსოფლიოს პირველი ტაძარი რაჯარაჯა ჭოლამ გრანიტით ააგო.
ზოგიერთ ადგილებში გრანიტი საფლავის ქვად გამოიყენება. გრანიტი მძიმე ქვაა და ხელით დამუშავების სპეციალურ ცოდნას მოითხოვს. მე-18 საუკუნის დასაწყისამდე დასავლურ სამყაროში გრანიტის დამუშავება მხოლოდ ხელით იყო შესაძლებელი, რაც ხშირად საკმაოდ ცუდ შედეგს იძლეოდა.

ტრავერტინი
ტრავერტინი

როცა ადამიანებმა ქვის სამშენებლო და მოსაპირკეთებელი მიზნით დამუშავება დაიწყეს, ტრავერტინი მაშინვე ძვირფას მასალად იქცა. ამ ქვის ბუნებრივი სილამაზე დღემდე თვალს სჭრის არქიტექტორებსა და დიზაინერებს.
მარმარილოსთან და გრანიტთან შედარებით, ტრავერტინი მსუბუქია და მისი დამუშავებაც შედარებით მარტივი. ამ მახასიათებლების გამო, მას ხშირად იყენებდენ ძველი რომაელები. ტრავერტინი რომის კოლიზეუმის ერთ-ერთი მთავარი სამშენებლო მასალაა.

მარმარილო
მარმარილო

სიტყვა მარმარილო მომდინარეობს ბერძნული სიტყვიდან „მარმაროს“, რაც თოვლივით სუფთა და სპეტაკ ქვას ნიშნავს.
არქიტექტურაში მარმარილოს გამოყენება ჯერ კიდევ ანტიკურ ეგვიპტესა და მესოპოტამიურ კულტურებში პოულობს დასაბამს. იმის გამო, რომ მარმარილოს შეუძლია ძალზედ დიდი სიმძმის ატანა, იგი იდეალური იყო მონოლითური სვეტებისა და საყრდენი სტრუქტურების ასაგებად საზოგადოებრივ, კერძო და რელიგიურ ნაგებობეში.
მარმარილო გამოიყენებოდა მსოფლიოს ყველაზე განსაცვიფრებელ ნაგებობებში და მსოფლიოს უდიდესი მოქანდაკეების რჩეული მასალა გახლდათ. მათგან ყველაზე ცნობილმა, მიქელანჯელომ თავისი დავიდი სწორედ მარმარილოს ერთიანი ლოდისაგან გამოკვეთა.

ტუფი
ტუფი

ტუფი შედგება ვულკანური ფერფლისგან, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში შეიკუმშა და ქვად გადაიქცა. მთელს მსოფლიოში ტუფის მსუბუქი მასის გამო,იგი სამშენებლო მასალად გამოიყენებოდა. მასზე მუშაობა ადვილია, შესაძლებელია, როგორც ბლოკების, ასევე ჩახლართული ჩუქურთმების დამზადება.
ტუფით ნაგები შენობებისა ისტორიული ნიმუშები მთელს მსოფლიოში არსებობს, მაგალითად რომში და თუქრეთში არსებული უძველესი ნაგებობები. ტუფი დღეს-დღეისობითაც პოპულარული სამშენებლო ქვაა.

მარმარილო “კარარა”
მარმარილო “კარარა”

კარარას მარმარილოს უკვე 2000 წელზე მეტია იყენებენ. ის ცნობილია, როგორც საუკეთესო მასალა ქანდაკების შესაქმნელად, რის გამოც მას მას მსოფლიოს საუკეთესო მოქანდაკეები იყენებდნენ. რომი პირველი ქვეყანა იყო, სადაც კარარას მარმარილო სამშენებლო მასალად გამოიყენეს. იმპერიის აღზევების პერიოდში კარარას მარმარილოზე მოთხოვნა გაიზარდა, რადგანაც იგი საზოგადოებრივი შენობებისათვს ყველაზე სასურველ სამშენებლო პროდუქტად იქცა. მას შემდეგ კარარა – მარმარილოს სინონიმი გახდა და მთელს მსოფლიოში გამოიყენება შენობების, ქანდაკებებისა და სხვა ნამუშევრების შესაქმნელად

მწვანე ონიქსი
მწვანე ონიქსი

მწვანე ონიქსი არის მკვდარი ონიქსი მკვეთრი მწვანე ფერით. მას ონიქსის ყველა თვისება გააჩნია.

კირქვა
კირქვა

კირქვა დანალექი ქვის სახეობაა, რომელიც გავრცელებულია მთელს ხმელთაშუეთსა და ევროპაში.. ეს ორგანიზმები მილიარდობით წლის წინ ზღვაში ბინადრობდნენ, მათი ნიჟარები, რომლებიც კალციუმისგან შედგებოდა დროთა განმავლობაში არ დალპა, არამედ სხვა ნიჟარების, წყლისა და ქვიშის ზემოქმედების შედეგად ქვად იქცა.
კომპანია „კამარა“ უკვე ფლობს კირქვის კარიერებს საქართველოს ტერიტორიაზე.

ბერძნული მარმარილო
ბერძნული მარმარილო

ბერძნული მარმარილოს ისტორია მრავალი ათასი წლის წინ იწყება. უძველესი დროიდან ბერძენმა მოქანდაკეებმა და არქიტექტორებმა შეძლეს შეექმნათ მარმარილოსგან შედევრები, რომლებმაც საუკუნეებს გაუძლეს.
დღეს-დღესიობით საბერძნეთი სხვადასხვაგვარ მარმარილოს აწარმოებს. ბერძნული მარმარილო მიიჩნევა უმაღლესი დონის არქიტექტურულ მასალად. მშენებლები, მთელი მსოფლიოდან, მას იყენებენ .

გრანიტი “დელიკატუსი”
გრანიტი “დელიკატუსი”

დელიკატუსი- გრანიტის მაცდური ფერია. მისი ფილები ისეთია, რომ შესაძლებელია ერთმანეთისგან რადიკალური განსხვავებულებიც იყოს. ზოგიერთი ფილა სრულიად სადაა, ისინი უბრალოდ შავი და თეთრი ფერისაა და შიგადაშიგ შეიძლება ოდნავ სერი ფერი დაჰკრავდეს. ზოგიერთ მათგანს ასევე დაჰყვება ოქროსფერი, კარამელისფერი, ან ატმისფერი.

ყვითელი ტრავერტინი
ყვითელი ტრავერტინი

როდესაც ტრავერინი სუფთა და კარგია ის თეთრი ფერისაა, თუმცა ხშირად, ბუნებრიი მინარევების გამო ყავისფერი ან ყვითელი ფერის გვხვდება.
რენესანსისა და ბაროკოს დროინდელი ტაძრების უმეტესობა ყვითელი ტრავერტინითაა შემკული. ბერნინი მას ქანდაკებებშიც იყენებდა.

ონიქსი
ონიქსი

ონიქსი დეკემბრის თვის მისტიკურ ქვად მიიჩნევა. ის უმეტესად შავი ფერისაა და დახვეწილი ტექსტურა აქვს; თუმცა ზოგიერთ ონიქსის ქვას დაყვება თეთრი ზოლები ან ლენტები შავ ან ყავისფერ ფონზე – ეს სახეობა ცნობილია, როგორც სარდონიქსი.
ქვის სახელწოდება ბერძნული სიტყვა ონიქსიდან მოდის, რომელიც ნიშნავს „ფრჩხილს“ ან „ბრჭყალს“. ლეგენდის თანახმად, ერთ დღეს, როცა ვენერას ეძინა ეროსმა მას ფრჩხილები მოაჭრა და მიწაზე მიმოფანტა. იმის გამო, რომ ციური სხეული უკვდავია, ღმერთებმა ფრჩხილები ქვად აქციეს, სწორედ ეს ქვებია ონიქსის სახელით ცნობილი. ითვლება, რომ ონიქსს მრავალი მისტიკური ძალა გააჩნია.

კონტაქტი
კამარა
მის: ზემო ფონიჭალა #37-006
E-Mail : kamara@kamarastone.ge
+995 599 88 00 88
+995 593 13 02 15